5 რამ, რასაც ქალები საწოლში ყველაზე მეტად აფასებენ

  • funtime.ge
  • 7 თებერვალი 22:10, 2018 წელი

ის, თუ კაცის რომელ თვისებებს აფასებენ ქალები, სოციოლოგებმა მარტივი გამოკითხვის შედეგად დაადგინეს.

1. იცის კოცნა
გაგიკვირდებათ, მაგრამ ბევრი კაცი არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას კოცნას. ამაზე ყველაზე მეტად გათხოვილი ქალები წუწუნებენ. იმ შემთხვევაშიც, თუკი თქვენი ქორწინება ათწლეულებზე მეტს ითვლის და ვნება ავტომატურმა ქმედებებმა ჩაანაცვლა, ნუ დაგავიწყდებათ კოცნა! ხანგრძლივი და მგრძნობიარე კოცნა ბევრი ქალისთვის ათწუთიან პრელუდიას უდრის. ისევე, როგორც ნებისმიერ საქმეს, კოცნასაც სჭირდება მუდმივი ტრენინგი, რომლის ჩაგდება არ ღირს.



2. ფანტაზიას იჩენს
რაც არ უნდა კარგი პარტნიორი იყოს კაცი საწოლში, ქალი მისგან მაინც მოითხოვს რაღაც ახალს. მოულოდნელ ადგილზე სექსი, უეცრად მოზღვავებული ვნება - კარგი სექსისთვის ყველაფერი მისაღებია, რაც ორივე პარტნიორს მოსწონს.



3. მზად არის ხანგრძლივი სექსისთვის
სწრაფი დასასრული ნებისმიერს გაუცრუებს იმედებს, შეყვარებულ ქალსაც კი. საბედნიეროდ, ამ პრობლემის გადაჭრა საკმაოდ მარტივია. ტექნიკისა და პრეზერვატივის გარდა, რომლებიც მგრძნობელობას ამაღლებს, არსებობს ფარმაკოლოგიური პრეპარატები, რომლებიც სიყვარულის აქტს ახანგრძლივებს. ძირითადად, მათ შემადგენლობაში შედის ამინომჟავები, ვიამინები და მაკროელემენტები, რომლებიც სექსუალური მარათონის მოწყობაში დაგეხმარებათ.



4. ქალის სურვილებს ითვალისწინებს
საწოლში ფხვიერი საკვების, ცუდი ხუმრობებისა და საკუთარი ეგოიზმის „შეტანა“ არ ღირს. პარტნიორის სურვილების გათვალისწინების შესაძლებლობა კარგი საყვარლის ერთ-ერთი თვისებაა. ზღაპრული „ჯინის“ მსგავსად, დახვეწილ პარტნიორს შეუძლია, ნებისმიერი იდუმალი სურვილი შეგისრულოთ. თანაც, გამოცდილ და კარგ საყვარელს არ ეშინია შეკითხვების დასმის. ფანტაზიების თავისუფლად განხილვის ნიჭი და ერთმანეთის სურვილი - არა მხოლოდ სანდო ურთიერთობის, არამედ შესანიშნავი, უკომპლექსო სექსის გარანტია.



5. სექსის შემდეგ სიფხიზლე
არაფერია იმაზე ასექსუალური, ვიდრე კაცი, რომელიც სქესობრივი აქტის დასრულებისთანავე იძინებს. ქალების უმეტესობა სექსის შემდეგ მოფერებას პრელუდიაზე მეტად აფასებს. მსუბუქი კოცნა, ნაზი შეხება, ჩუმი კომპლიმენტი - ამ თავისებური After Party-ს დახმარებით წყვილს ერთმანეთში უფრო ჰარმონიული ურთიერთობა ექნება. იმ შემთხვევაშიც, თუკი სასიყვარულო პარტნიორთან ხანგრძლივ ურთიერთობას არ გეგმავთ.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge