რას ამბობს თათული დოლიძე ნინო ერისთავზე?

  • სარკე
  • 7 თებერვალი 11:17, 2018 წელი

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ახალი გმირი ნინო ერისთავი გამოჩნდა, რომელსაც თათული დოლიძე განასახიერებს. მსახიობი თავის გმირს ჟურნალ "სარკესთან" ახასიათებს.

- რას ფიქრობთ, რა ტიპის ქალია თქვენი გმირი, ნინო ერისთავი, რომელიც ბოლო დროს გამოჩნდა "ჩემი ცოლის დაქალებში"?


- ბოლომდე ჯერ არ ვიცი, რადგან ჩვენ, მსახიობებს, ბოლომდე არ გვიყვებიან შინაარსს. ისე, მგონი, ცუდი არ უნდა იყოს. გამოჩნდება, რატომ და რისთვის აღმოჩნდება ამ დღეში. თავის დაჭერა ისეთი იცის, ცუდ ოჯახში არ უნდა იყოს გაზრდილი.


- გაუმართლა, რომ მდიდარი კვაზი მანტკავა შეხვდა?
- არც ეგ ვიცი, ჯერჯერობით, გაუმართლა თუ არა. ვალი კი გადაიხადა, მაგრამ კვაზი პატივმოყვარე კაცია. რას იტყვის ხალხი - ამაზეა დამოკიდებული. ამიტომ, ნინო კი არა, საკუთარი სახელი დაიცვა. შეუყვარდება თუ არა ნინო ან პირიქით, ვნახოთ.

წყარო: სარკე