ქართული მუსიკის მამები, ანუ როგორ შეიქმნა თბილისის კონსერვატორია

  • რეზონანსი
  • 7 თებერვალი 11:00, 2018 წელი

"წარსული საუკუნის ნახევარში ნამესტნიკ ვორონცოვის დახმარებით ტფილისში დაარსდა თეატრი და იტალიური ოპერა.

ტკბილი, ნარნარი ხმები იტალიურის მუსიკისა ადვილად გავრცელდა ხალხში და ბევრისთვის ხშირად სახმარებლად გახდა ქუჩა-ქუჩაც კი. ბევრი ხანი არ გასულა - მუსიკის განვითარების მოთხოვნილებაც დაიბადა და ტფილისში კიდეც დაარსდა პირველად 1871 წელს ე.წ. "კავკასიის სამუსიკო საზოგადოება", მუსიკის კარგად მცოდნე კიუნერის მეთაურობით. ამ საზოგადოებასთან სამუსიკო სკოლაც იყო გამართული. ეს გაბედული აზრი ტფილისში სამუსიკო სკოლის გახსნისა მოუვიდა სავანელს და თავის განზრახვა განუზიარა თავის მეგობრებს - ალიოზ მიზანდარსა და კონსტანტინე ალიხანოვს. მათაც მეტად მოუწონეს ამხანაგს აზრი და ერთად სამივენი ხელი ხელს ჩართულნი შეუდგნენ ტფილისში სამუსიკო სკოლის დაარსებას", - წერდა 1904 წლის ნოემბერში გაზეთი "ცნობის ფურცელი".

წყარო: რეზონანსი