როდის უნდა გაიკეთოთ ნიღაბი თეთრი მხრიდან და როდის - ცისფერი მხრიდან?

  • funtime.ge
  • 3 თებერვალი 15:00, 2018 წელი

სამედიცინო ნიღაბი ყველას გვინახავს და ვიცით, რომ მისი დანიშნულება ჩვენი ორგანიზმის მიკრობებისა და ბაქტერიებისგან დაცვაა, თუმცა ნიღბის არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა, დასნებოვნების რისკი, შემცირების ნაცვლად, გაზარდოს! 

გახსოვდეთ, რომ:
თუ ნიღბის თეთრი მხარე თქვენი სახისკენაა მოქცეული და ცისფერი გარეთაა, ამით აჩვენებთ, რომ ავად ხართ და საკუთარი მიკრობებისგან გარშემომყოფებს იცავთ.
თუ ნიღაბის ცისფერი მხარე თქვენი სახისკენაა მოქცეული და თეთრი მხარე გარეთაა, ჯანმრთელი ბრძანდებით და ცდილობთ, გარშემომყოფთა ინფექციებისგან თავი დაიცვათ.

სამედიცინო ნიღბის ცისფერი მხარე ადამიანის სასუნთქ გზებსა და საყლაპავ მილს დასნებოვნებული ადამიანის მიერ დაცემინების დროს გამოყოფილი ლორწოს წვეთებისგან იცავს;
ხოლო სამედიცინო ნიღბის თეთრი მხარე ფილტრია, მიკრობებისთვის ბარიერის როლს ასრულებს.

ამიტომ ჯანმრთელმა ადამიანმა სამედიცინო ნიღბის ცისფერი მხარე ყოველთვის სახისკენ უნდა მოაქციოს.

ნიღბის გაკეთების წინ სასურველია, ხელების საპნით დაბანა და, რა თქმა უნდა, ერთი ნიღაბი მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა გამოიყენოს. თანაც გახსოვდეთ - ერთჯერადი ნიღბის გამოყენების ვადა 1-2 საათია!

ნიღაბი მჭიდროდ უნდა ეკვროდეს სახეს და, პირთან ერთად, ცხვირსაც ფარავდეს.
გამოყენებულ ნიღაბთან შეხების შემდეგ ხელები საპნით უნდა დაიბანოთ.
ქუჩაში ნიღბის ტარება სასურველი არ არის.
ნიღბით თავი უნდა დაიცვათ დახურულ სივრცეში, სადაც დასნებოვნებული ადამიანია, ან ადამიანთა თავშეყრის ადგილებში.

ეპიდემიოლოგების კვლევის თანახმად, დამცავი ნიღბის გამოყენება და ხელების ხშირი ბანა გრიპით დაავადების რისკს 50%-ით ამცირებს.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge