„ჩვენ ახლა კლინიკიდან მოვდივართ...“ - მამის ნათქვამს კუპეში უხერხული სიჩუმე მოჰყვა

  • funtime.ge
  • 4 თებერვალი 22:00, 2018 წელი

შუახნის მამაკაცი 18-20 წლის ბიჭთან ერთად მატარებლის ვაგონში ადის. ბიჭი ფანჯარასთან ჯდება, თან მოუსვენრად ცმუკავს, აქეთ-იქით ინტერესით იხედება...

როგორც კი ვაგონი დაიძრა, ბიჭმა ხელი ფანჯარაში გაყო, ჰაერის ტალღა რომ ეგრძნო და თან აღფრთოვანებულმა დაიძახა:
- მამა, შეხედე, როგორ მიდიან ხეები უკან-უკან.
მამამ პასუხად გაუღიმა და მხარზე მოხვია ხელი.

მათ წინ მჯდომი ხანშიშესული ცოლ-ქმარი, ცოტა არ იყოს, გაოცებული უყურებდა ბიჭის ბავშვურ რეაქციას.

ცოტა ხანში ბიჭმა ისევ წამოიძახა:
- მამა, ნახე, ეს ხომ ტბა და ფრინველებია? ეს კიდე ღრუბლები, მატარებელს რომ მოჰყვებიან.

ცოლ-ქმარი სულ უფრო და უფრო იძაბებოდა ბიჭის საქციელის გამო, რაც მამას, როგორც ჩანდა, სულაც არ ეუცნაურებოდა.

ამასობაში წვიმა წამოვიდა. წვეთები ბიჭს მთლიანად უსველებდა მკლავს.
- მამა, შეხედე, წვიმა მეხება, რა ლამაზი წვეთები აქვს წვიმას ...

ცოლ-ქმარმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ბიჭს პრობლემები აქვს, მშობელი კი ამას ვერ ხედავს და მამისთვის რჩევა აუცილებლად უნდა მიეცათ.
- რატომ არ მიგყავთ თქვენი ვაჟი რომელიმე კლინიკაში ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე?

მამამ, სახეზე ბედნიერი ღიმილით უპასუა:
- ჩვენ ახლა კლინიკიდან მოვდივართ. ჩემს ვაჟს მხედველობა დაუბუნეს და დღეს ის ცხოვრებაში პირველად ხედავს ამ სამყაროს.

***
ვიდრე  ადამიანს თავისი საქციელისთვის განვსჯით, სულ ცოტა, იმაზე მაინც უნდა დავფიქრდეთ, ვიცით კი ყველაფერი მის შესახებ...

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge