BBG Watch - სახელმწიფო დეპარტამენტმა და თეთრმა სახლმა ჟურნალისტებს უნდა მოუსმინონ

  • pia.ge
  • 2 თებერვალი 13:38, 2018 წელი

ორგანიზაცია BBG Watch, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედიასაშუალებების მუშაობას უწევს მონიტორინგს, რადიო "თავისუფლების ქართული ბიუროს ირგვლივ შექმნილ სიტუაციას კიდევ ერთხელ ეხმაურება.

BBG Watch - სახელმწიფო დეპარტამენტმა და თეთრმა სახლმა უნდა მოუსმინონ ჟურნალისტებს, რომლებიც თანადგომას უცხადებენ რადიო „თავისუფლების“ ქართულ სამსახურს


ორგანიზაცია ვრცელ წერილს აქვეყნებს სათაურით „მაღალი ავტორიტეტის ჟურნალისტი დავით კაკაბაძე განთავისუფლებულია რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო „თავისუფლების“ ხელმძღვანელების მიერ“.


სტატიაში აღნიშნულია, რომ რადიო „თავისუფლების“ მთავარმა მენეჯმენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ჟურნალისტი, დოქტორი დავით კაკაბაძე, რომელიც 30 იანვრამდე რადიო „თავისუფლების“ ქართული სამსახურის დირექტორი იყო.


BBG Watch-ის წერილში ასევე ნათქვამია, რომ  პროტესტის ნიშნად თანამდებობა რადიო „თავისუფლების“ ქართული სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემაც დატოვა.


„როგორც ჩანს, რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო „თავისუფლების“ ხელმძღვანელობას კონფლიქტი აქვს ორგანიზაციის ბევრ ჟურნალისტ ქალთან. ორმა ჟურნალისტმა ქალმა, რომელთაც მიღებული აქვთ ჯილდოები და რომლებმაც ბოლო დროს პროტესტის ნიშნად დატოვეს სამსახური, „ფეისბუქზე” კრიტიკული პოსტები გამოაქვეყნეს”, -ნათქვამია სტატიაში.


BBG Watch-ის ცნობით, ხელმძღვანელობამ დავით კაკაბაძეს შესთავაზა სხვა პოზიცია, მაგრამ მან ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ დავით კაკაბაძის გათავისუფლებამდე და მარინა ვაშაყმაძის გადადგომამდე, ასზე მეტმა ქართველმა აკადემიკოსმა, მწერალმა, მსახიობმა და სხვა ცნობილმა პირმა წერილი გაუგზავნა ჯონ ლანსინგს, რომელშიც გამოთქმულია ქართული სამსახურის მიმართ მხარდაჭერა, აგრეთვე გამოთქმულია წინააღმდეგობა მიკერძოებულ ტელეკომპანიასთან თანამშრომლობის მიზნით მენეჯემენტზე ზეწოლის გამო.


წერილის ბოლოს გამოქვეყნებულია ქალი ჟურნალისტების განცხადებების ციტატები, რომლებშიც ისინი რადიო „თავისუფლების“ ხელმძღვანელობას აკრიტიკებენ  და თანადგომას უცხადებენ ქართულ სამსახურს.


„BBG საბჭომ, სახელმწიფო დეპარტამენტმა და თეთრმა სახლმა უნდა მოუსმინოს ამ ცნობილ ქალ ჟურნალისტებს. მათი სიმამაცე, ხმა აიმაღლონ ცუდი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, უნდა დაფასდეს. მათ საჩივრებს ყურადღება უნდა მიაქციონ თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და აშშ-ს კონგრესში“, -ნათქვამია BBG Watch-ის წერილში.


„რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების მთავარმა მენეჯმენტმა,  რომელსაც რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების პრეზიდენტი ტომას კენტი და ვიცე-პრეზიდენტი ნენად პეჯიკი ხელმძღვანელობენ, გაანთავისუფლეს ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ჟურნალისტი დოქტორი დავით კაკაბაძე, რომელიც 30 იანვრამდე რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების საქართველოს ბიუროს დირექტორი იყო. დავით კაკაბაძის განთავისუფლებას მხარი დაუჭირა რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების მმართველი აშშ-ის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელმა, მმართველთა სამაუწყებლო საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ლანსინგმა, რომელიც დანიშნული იყო ობამას ადმინისტრაციის დროს. როგორც ჩანს,  რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების ხელმძღვანელობას კონფლიქტი აქვს ორგანიზაციის ბევრ ჟურნალისტ ქალთან. ორმა ჟურნალისტმა ქალმა, რომელთაც მიღებული აქვთ ჯილდოები და რომლებმაც ბოლო დროს პროტესტის ნიშნად დატოვეს სამუშაო, გამოაქვეყნეს კრიტიკული პოსტები "ფეისბუქზე". რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი მარინა ვაშაყმაძე ასევე გადადგა პროტესტის ნიშნად ოთხშაბათს.


საქართველოში მედია ფართოდ აშუქებს ამ ბოლოდროინდელ სკანდალს. საქართველოს მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებული მასალების უმეტესობა განსაკუთრებით კრიტიკულია რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების ტოპ-მენეჯერების მიმართ. 


დავით კაკაბაძის განთავისუფლებამ ასევე რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების ყოფილი წამყვანი ჟურნალისტი ქალების აღშფოთება გამოიწვია, რომლებმაც უკანასკნელ დროს დატოვეს ორგანიზაცია და გამოხატეს ღრმა იმედგაცრუება უმაღლესი მმართველი გუნდის და მისი მმართველობის მკაცრი სტილის მიმართ. დავით კაკაბაძის განთავისუფლებიდან ერთი დღის შემდეგ, კიდევ ერთი დიდი ავტორიტეტის მქონე ჟურნალისტი ქალი, რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი მარინა ვაშაყმაძე ასევე გადადგა პროტესტის ნიშნად. წყარომ BBG Watch-ს განუცხადა, რომ მენეჯმენტმა დავით კაკაბაძეს შესთავაზა სხვა პოზიცია, მაგრამ მან ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა. მისი განთავისუფლების მიზეზი, როგორც ჩანს, რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების უმაღლეს მენეჯმენტთან საკამათო საგანია.


დავით კაკაბაძის განთავისუფლებამდე და მარინა ვაშაყმაძის გადადგომამდე ასზე მეტმა ქართველმა აკადემიკოსმა, მწერალმა, მსახიობმა და სხვა ცნობილმა პირმა წერილი გაუგზავნეს ჯონ ლანსინგს. მათ გამოხატეს საქართველოს ბიუროს მიმართ მხარდაჭერა და წინააღმდეგობა ადგილობრივ სატელევიზიო არხთან გაერთიანების მიზნით მენჯემენტის ზეწოლის მიმართ. კაკაბაძემ, ვაშაყმაძემ და ჟურნალისტებმა, რომლებიც საქართველოს ბიუროსთვის მუშაობენ პრაღასა და თბილისში, ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს მენეჯმენტის ასეთ შეთავაზებას და განაცხადეს, რომ ეს გაანადგურებდა რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების მიმართ ნდობას საქართველოში. ბიურომ ასევე გაუგზავნა წერილი ჯონ ლანსინგს და მის მოადგილეს, სადაც გამოხატული იყო ბიუროს დირექტორის მიმართ მხარდაჭერა და რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების მენეჯმენტი დადანაშაულებული იყო ჟურნალისტებთან კოლეგიალური დიალოგის უნარის არქონაში. ჯილდოების მფლობელმა ორმა ჟურნალისტმა ქალმა, რომლებმაც დატოვეს რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების  სხვა სამსახურები, ასევე  წაუყენეს მსგავსი ბრალდება რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების უმაღლეს მენეჯერებს. რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების საქართველოს ბიუროს ჟურნალისტების მიმართვა დირექტორის დასაცავად, ისევე როგორც  მსგავსი ინტერნეტ-მიმართვები, რომლებიც ხელმოწერილი იყო 1000-ზე მეტი ქართველის მიერ, იგნორირებული იქნა მმართველთა აღმასრულებელი საბჭოს უმაღლესი აღმასრულებელი დირექტორის ჯონ ლანსინგის მიერ. დოქტორი დავით კაკაბაძე რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების საქრთველოს ბიუროს დირექტორი იყო 2005 წლიდან 2018 წლის 30 იანვრამდე, მან კომპანიაში მუშაობა დაიწყო 1993 წელს მიუნხენში. მანამდე დავით კაკაბაძე იყო კონრად ადენაურის ფონდის სტიპენდიანტი კიოლნის უნივერსიტეტში, სადაც მან დაწერა სადოქტორო შრომა გერმანულ ლიტერატურაში. ის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გოეთეს დეპარტამენტის თავმჯდომარე და მუშაობდა რამდენიმე ქართულ და რუსულ ჟურნალსა და გაზეთში რედაქტორად და კორესპონდენტად. კაკაბაძის სტატიები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე გამოქვეყნებულია უამრავ გამოცემაში, განსაკუთრებით გერმანულ პრესაში, მათ შორის Frankfurter Allgemeine Zeitung-ში, Sueddeutsche Zeitung-ში, და General-Anzeiger-ში. მას ნათარგმნი აქვს გერმანელი, ინგლისელი და ჩეხი ავტორები ქართულად, მათ შორის გოეთე,  Schnitzler, ფრიში, Boell, Kaschnitz, ბეკერი, Botho Strauss, Bichsel, ვულფი და ჰაველი.


დოქტორ მარინა ვაშაყმაძეს აქვს დოქტორის, მაგისტრის და ბაკალავრის ხარისხები ჟურნალისტიკაში და დღეს მის გადადგომამდე რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს. სხვა ბევრ ფუნქციასთან ერთად, ის იყო "გენდერული ისტორიების" მოდერატორი - ერთ-ერთი რადიო გადაცემის, რომელიც საქართველოში ქალთა პრობლემების განხილვას ეძღვნებოდა. ვაშაყმაძის პროფესიული გამოცდილება ასევე მოიცავს შემდეგ პოზიციებს: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის დეპარტამენტის დირექტორი; ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის სკოლის  მიწვეული პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის კავკასიის  სკოლის პროფესორი. რადიო თავისუფალ ევროპაში/რადიო თავისუფლებაში მუშაობის დაწყებამდე ვაშაყმაძე მუშაობდა ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრი - კავკასიის დირექტორად და ცენტრის პრომედია II პროექტის ასოცირებულ დირექტორად, რომლის მიზანი იყო საგამოძიები ჟურნალისტიკის, მედიის საკანონმდებლო რეგულირების და დამოუკიდებელი რეგიონული მაუწყებლობის მხარდაჭერა. მან ასვე დააფუძნა რამდენიმე დამოუკიდებელი გაზეთი და ჟურნალი, იყო მათი რედაქტორი და უწევდა კონსულტაციებს.


ჯილდოების მფლობელი ჟურნალისტი ქალები, რომლებიც გადადგნენ პროტესტის ნიშნად უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ახლა საჯაროდ საუბრობენ რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების უმაღლესი მენეჯმენტის წინააღმდეგ და ტოპ-მენეჯერებს ადანაშაულებენ ხედვის ნაკლებობაში, რეპორტიორებთან ცუდ მოპყრობაში, კომუნიკაციის ცუდ უნარებში, "კომუნისტი აპარატჩიკების" მსგავს საქცილეში, "კარიერულ სტაგნაციაში" და ზოგადად ჟურნალისტიკის და კარგი მუშაობისთვის ნებისმიერი სტიმულის "მკვლელობაში". 


RFE/RL ხელმძღვანელობის მთავარი კრიტიკოსია ჯილდოს მფლობელი ჟრნალისტი ხადიჯა ისმაილოვა. მან 2017 წელს მოიპოვა ,,მაგნიტსკის ჯილდო“ ადამიანის უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის და კორუფციის წინააღმდეგ თავდაუზოგავი ბრძოლისთვის. იგი ასევე არის PEN ამერიკული ცენტრის ბარბარა გოლდსმიტის სიტყვის თავისუფლების 2015 წლის ჯილდოს მფლობელი, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა ,,გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრალდებულ პატიმრობაში მყოფ მწერალს“, ამასთან, 2016 წელს მან მიიღო იუნესკოს/გილერმო ქანოს ,,მსოფლიო პრესის თავისუფლების პრიზი“. იგი იყო პოლიტპატიმარი აზერბაიჯანში. ცოტა ხნის წინ მან მიატოვა სამსახური RFE/RL-ში (რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება).                                                                                


გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები, ჯილდოს მფლობელი, ჟურნალისტური გამოძიების სფეროში მოღვაწე რეპორტიორი შაჰიდა ტულაგანოვა შეუერთდა ხადიჯა ისმაილოვას მათი ყოფილი დამსაქმებლის, რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების  (RFE/RL) ხელმძღვანელობის კრიტიკაში და ბრალი დასდო მათ ჟურნალისტიკის, კრეატიულობის და თანამშრომელთა მოტივაციის მკვლელობაში.


                                                                                                                                                 ტულაგანოვამ 2018 წლის 25 იანვარს გამოაქვეყნა ფეისბუქ-პოსტი იმის შესახებ, რომ RFE/RL ხელმძღვანელობა “კლავს ჟურნალისტიკას, მოტივაციას და იმ ღირებულებებს, რისთვისაც ამ საქმეს ვემსახურებით“. ხადიჯა ისმაილოვამ, რომელმაც იმედგაცრუების გამო მიატოვა სამსახური RFE/RL-ში, ერთი დღით ადრე დაწერა, რომ RFE/RL ხელმძღვანელი პირები “კარიერული სტაგნაციის კრიზისს“      განიცდიან და არ იციან, როგორ იურთიერთონ ჟურნალისტებთან.


უზბეკეთში დაბადებულ შაჰიდა ისმაილოვას გამორჩეული ჟურნალისტური კარიერა ჰქონდა მას შემდეგ, რაც უზბეკეთიდან გაემგზავრა და ვესტმინსტერის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა დიპლომატიის დარგში. ის იყო აშშ/ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ მომზადებული HBO დოკუმენტური ფილმის   „ძახილი სირიიდან“ თანაპროდიუსერი, რომელმაც ჯილდო მოიპოვა. ფილმში ასახული იყო ISIS-ის სისასტიკე. მან ინტერვიუ ჩამოართა ფილმში მოხვედრილ ყველა ადამიანს და მოამზადა ტექსტი, რომელსაც ჰელენ მირენი ახმოვანებდა.


სანამ 2014 წელს RFE/RL-ს ახალი ამბების რუსულენოვანი პროგრამის ,,მიმდინარე დრო“ პროდიუსერის თანამდებობაზე დათანხმდებოდა (რომელიც, მისივე სიტყვებით, ,,იმედგაცრუების“ გამო მიატოვა მმართველი რედაქტორის და წამყვანის თანამდებობაზე ორწელიწადნახევრიანი მუშაობის შემდეგ), შაჰიდა ტულაგანოვა ბიბისის უზბეკეთის სამსახურში მუშაობდა და 1996-დან 2002 წლამდე პოპულარული წამყვანი იყო, შემდეგ კი ბიბისის ტელევიზიაში გადავიდა. RFE/RL-ის ვებ-გვერდის სტატიის   თანახმად, 2006 წელს ტულაგანოვამ მოიპოვა ევროპის პრიზი საკუთარი ფილმისთვის ,,როგორ დავგეგმოთ რევოლუცია“, რომელიც აზერბაიჯანში ოპოზიციის ახალგაზრდა აქტივისტებს შეეხებოდა. RFE/RL სტატიაში აღნიშნულია, რომ ტულაგანოვას ,,ფილმი ევროკავშირში პასპორტის გაყალბების შესახებ, რომელიც ,,ბიბისი პანორამასთვის“ შეიქმნა და ,,ჩემი ყალბი პასპორტი და მე“ ეწოდა, ჟურნალისტური გამოძიების სფეროში ანალიზის სახელმძღვანელოდ იქცა“. მისმა ფილმმა “დონეცკის აეროპორტი ” პირველი პრიზი მოიპოვა რუსეთის დოკუმენტური ფილების უდიდეს ფესტივალზე ArtDocFest.


ქვემოთ წარმოგიდგენთ ამ და RFE/RL სხვა ყოფილი ქალი ჟურნალისტების ციტატებს. მათი უმრავლესობა საჯაროა და შეგიძლიათ ფეისბუქის მეშვეობით იხილოთ, რამდენიმე მათგანი და პირადი ურთიერთობის ფარგლებში იქნა გაზიარებული. არაერთი RFE/RL და BBG პრეს-რელიზის ფონზე, რომლებშიც დადებითად არის შეფასებული ამ ქალი ჟურნალისტების მოღვაწეობა,  BBG და RFE/RL-ს ხელმძღვანელი პირები ვეღარ დაიწყებენ იმის მტკიცებას, რომ ისინი სუსტი ჟურნალისტები ან ცუდი თანამშრომლები იყვნენ და არ შეეძლოთ მართებული მსჯელობა.


“კარიერული სტაგნაცია” — ხელმძღვანელი პირები                                                                                                       


“კარგი გადაწყვეტილებების მიღების უნარის არმქონენი” — ხელმძღვანელი პირები


“სახელფასო ჩეკი და არა ჟრნალისტიკა“— ხელმძღვანელი პირები                                                  


“ RFE/RL-ს ხელმძღვანელმა პირებმა რეაგირება მოახდინეს კრიტიკაზე და... სამსახურიდან გაათავისუფლეს ქართული სამსახურის უფროსი. ვფიქრობ, დიქტატურის პირობებში მუშაობამ გავლენა იქონია RFE/RL ხელმძღანელთა აზროვნებაზე.“                                                                                                                             


“ყველასთის, ვინც დავით კაკაბაძეს და მის საქმიანობას იცნობს, ინფორმაცია მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სრულიად მოულოდნელი იყო. დავითი უაღრესად პრინციპული ჟურნალისტია, რომელიც ქართულ სამსახურს ნიჭით, ერთიანობით და უსაზღვრო სიკეთით  ხელმძღვანელობდა ათწლეულზე დიდი ხნის განმავლობაში. იგი დიდი პატივისცემით სარგებლობს კოლეგა ჟურნალისტებს შორის და მისი დამსახურებაა, რომ   RFE/RL-ს ქართული სამსახური საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული მედია საშუალებაა. მისი იძულებითი წასვლა დიდი დანაკლისია RFE/RL-თვის, ქართული აუდიტორიისთვის და ჟურნალისტიკის ხარისხისთვის.“                                                                                                                            


“მართალია! ისევე, როგორც დიქტატურის დროს, როდესაც მოქალაქეების აზრი უგულებელყოფილია, რადგან მმართველმა ყველაფერი ყველაზე უკეთ იცის, ქართული სამსახურის პერსონალიც სწორედ ასე იმართება კომპანიის მიერ. დაუჯერებელია!“                                                                                                           


,,RFE/RL-ის პატივცემულო ხელმძღვანელებო, სერიოზულად? მართლა? ვერ შეეწყვეთ ჭკვიანურ ხედვას? ცივილურ, პრო-ჟურნალისტიკურ მიდგომას?


ძალიან სამწუხაროა.“


,,სრულებით ვეთანხმები. ალბათ, ერთ დღესაც მიხვდებიან ხელმძღვანელი პირები, რომ წლებია საჭირო იმისათვის, რომ დავით კაკაბაძის მსგავს ჟურნალისტად ჩამოყალიბდე, რომელსაც მე პირადად დიდ პატივს ვცემ. ხელმძღვანელმა პირებმა უნდა ისწავლონ, დააფასონ პერსონალის გამოცდილება და ცოდნა, რომლებსაც უყვართ ის საქმე, რასაც აკეთებენ და ზეწოლის მიუხედავად აგრძელებენ საზოგადოებისთვის სამსახურს“. 


,,ძალიან სევდიანი დღეა ქართული სამსახურისთვის. მათი ხელმძღვანელი არაჩვეულებრივი ადამიანია, რომ არაფერი ვთქვათ მასზე, როგორც ვეტერან ჟურნალისტზე, რომელმაც წამოუდგენელი სამუშაო გასწია რადიოო ,,თავისუფლებისთვის“. ვერ ვიჯერებ, რომ ეს არის ის, რისკენაც რადიო მიისწრაფვის. ხადიჯა, ისევე როგორც შაჰიდა, მართალია - დღეს ადგილი აქვს ჟურნალისტიკის მკვლელობას და არა ჟურნალისტებისთვის საკუთარი საქმის კეთების უფლების მიცემას. სამწუხაროა...“                                   


,,მე მხარს ვუჭრ ამ სტატიაში მოცემულ თითოეულ სიტყვას. დროა, შევაჯანჯღაროთ ეს ორგანიზაცია. მე აქ  2.5 წელი ვიმუშავე და სამსახური ხელმძღვანელობის მიმართ იმედგაცრუების გამო მივატოვე, რომლებიც კლავენ ჟურნალისტიკას, მოტივაციას და ღირებულებებს, რისთვისაც ამ საქმეს ვაკეთებთ. ყოჩაღ ქართველ კოლეგებს იმისათის, რომ წინ აღუდგნენ ამ ყოველივეს. და მადლობა ხადიჯას იმისათვის, რომ ხმა აღიმაღლა ამის წინააღმდეგ.“


,,ხადიჯამ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა - მთავარი ერთიანობაა, მაგრამ ხელმძღვანელობა ზოგჯერ კარგავს გზას, ეს კი... სამწუხაროა.“


 “ვიმედოვნებ, რომ კარგად ბრძანდებით. ვფიქრობ, თვალს ადევნებთ ქართულ სამსახურში მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ, იცით თუ არა, რომ გუშინ, ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ, სამსახურის ხელმძღვანელი დავით კაკაბაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს? მას დიდ პატივს სცემენ RFE -ში მისი ბრწყინვალე მუშაობის და დახვეწილი მანერების გამო. ყველა, ვისაც კი აღნიშნულ საკითხზე ვესაუბრე RFE -ში (ხელმძღვანელობას არ ვგულისხმობ) უაღრესად განრისხებულია.“


,,ჩემმა ქართველმა კოლეგებმა ახლახანს მაცნობეს, რომ მარინა, თბილისის ბიუროს უფროსი, თანამდებობიდან გადადგა [RFE/RL ხელმღვანელთან] მწვავე კამათის შემდეგ, რომელიც თბილისში გაფრინდა ჯგუფის სამართავად.“


,,სასიხარულოა, რომ თქვენნაირი ადამიანები მხარს უჭერენ ქართულ სამსახურს და ზოგადად მხარს უჭერენ იდეას, რომ საჭიროა ცვლილებები როგორც VOA -ში, ასევე RFE/RL -ში. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ   RFE/RL დაკარგა დანიშნულება და კომუნისტური ,,აპარატჩიკების“ გუნდად გადაიქცა, რომლებიც იქ მხოლოდ იმისთვის არიან, რომ უბრალოდ, იყვნენ:) ასეთი ჩთაბეჭდილება დამრჩა პრაღაში [მუშაობის შემდეგ].“                                                                                                                                                  “ცოტა ხნის წინ RFE/RL-დან წამოვედი, როდესაც მივხვდი, რომ ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ძალიან ძნელი იყო, გვეიძულებინა ხელმძღვანელობა (რომელთა უმრავლესობა კარიერული სტაგნაციის კრიზისშია), მოესმინათ საკუთარი ჟურნალისტებისთვის. 


მტკიცედ დადექით ჩემო ძვირფასო ქართველო კოლეგებო, არ შეარცხვინოთ ჟურნალისტიკა. პრაღაში მყოფი ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, თქვენთვის ეს გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ სამუშაო ადგილი და ხელფასი - ეს სიმართლის თქმის უფლებაა.“


BBG საბჭომ, სახელმწიფო დეპარტამენტმა და თეთრმა სახლმა უნდა მოუსმინოს ამ გამოჩენილ ქალ ჟურნალისტებს.


მათი სიმამაცე, ხმა აიმაღლონ ცუდი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, დაფასებული უნდა იქნას. მათ საჩივრებს ყურადღება უნდა მიაქციონ თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში და აშშ კონგრესში.


http://bbgwatch.com/bbgwatch/highly-respected-journalist-david-kakabadze-fired-by-rferl-bosses/


 


                                                                                                                                                     


                                                                                                                                                                   



                                                                                                                                                                                                                                           

სრული ვერსიის ნახვა pia.ge