როდის გაიაფდება პროდუქტები?

  • რეზონანსი
  • 2 თებერვალი 10:23, 2018 წელი

ლარი ყოველდღიურად მყარდება, მაგრამ სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქტები ჯერ ისევ ძვირია.

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტის რამდენიმეთვიანი პერსპექტივა გამოკვეთილია, გაიაფების ტენდენცია, სამწუხაროდ, არ შეინიშნება. იმპორტიორთა ნაწილი აცხადებს, რომ ფასი უკვე დასწიეს, ნაწილი კი ამჟამინდელი მდგომარეობის შეფასებისგან თავს იკავებს.


ბიზნესმენები არ გამორიცხავენ, რომ თუკი ლარმა გამყარება დაიწყო, გაზაფხულიდან პროდუქტის ღირებულებამ შეიძლება, დაიკლოს.

წყარო: რეზონანსი