აშშ-ში მოსწავლე გოგონამ თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა

  • pia.ge
  • 2 თებერვალი 09:40, 2018 წელი

ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე გოგომ, საკლასო ოთახში ცეცხლი გახსნა.

 

Los Angeles Times-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ორი მოსწავლე დაშავდა.


ერთ-ერთ მათგანს, 15 წლის მოზარდს, ტყვია თავის არეში აქვს მოხვედრილი. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. მეორე დაჭრილმა დაზიანება ხელზე მიიღო.


კიდევ რამდენიმე მოსწავლე შუშის ნამსხვრევებისგან მსუბუქად დაშავდა.


თავდამსხმელი გოგონა დაკავებულია.


რა მოტივი ამოძრავებდა მოზარდს, ჯერჯერობით, უცნობია, გამოძიება დაწყებულია.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge