პეტერბურგში, ძარცვის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დააკავეს (ვიდეო)

  • pia.ge
  • 1 თებერვალი 13:35, 2018 წელი

სანქტ-პეტერბურგში საიუველირო სალონის ძარცვის დროს სამი ბოროტმოქმედი  დააკავეს, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი, დაღესტნელი 37 წლის, გვარად აბდულატიპოვია, მეორე საქართველოს მოქალაქე, 45 წლის ვალერი მელნიკოვი, ხოლო მესამე აზერბაიჯანის მოქალაქეა, რომელმაც მიმალვა შეძლო.


გავრცელებული ინფორმაციით, პეტერბურგის საიუველირო სალონში სამი ნიღბიანი შეიჭრა და მაღაზიაში მყოფ კლიენტებს და თანამშრომლებს იარაღით დაემუქრნენ.


ბოროტმოქმედებმა 250 საიუველირო სამკაულის წაღება მოახერხეს, თუმცა მათ გზაში პოლიცია აედევნა.


ორმხრივი სროლის შედეგად საქართველოს და დაღესტნის მოქალაქეები დაიჭრნენ. პოლიციამ მათი დაკავება შეძლო. აზერბაიჯანის მოქალაქე კი მიიმალა.


მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.


 


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge