სტამბოლში ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა, არის მსხვერპლი

  • pia.ge
  • 1 თებერვალი 13:02, 2018 წელი

სტამბოლის ერთ-ერთ რაიონში ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა, ამის შემდეგ კი, ერთ-ერთი ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა.

 

ინფორმაციას გაზეთი Milliyet ავრცელებს.


ავარიის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანია დაღუპული, ასევე არიან დაშავებულები.


ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.


მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.


 


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge