უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

  • pia.ge
  • 1 თებერვალი 10:27, 2018 წელი

დღეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დღის პირველ ნახევარში ზოგან მოსალოდნელია მცირე თოვლი.

მეორე ნახევრიდან კი, გამოიდარებს.


უნალექო ამინდი საქართველოში 4 თებერვლის ჩათვლით შენარჩუნდება.


ამის შესახებ „პირველს“ გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.


4 თებერვლის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, დაბლობში +10+15 გრადუსამდე, მაღალ მთაში 0 +5 მდე.


აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა +7 +12 - მდე მოიმატებს.


თბილისში დღის საათებში ჰაერის ტემპერატურა +5 +7 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი,  -3-1 გრადუსი იქნება.


ხვალიდან კი, 4 თებერვლის ჩათვლით თბილისში ჰაერი +9 +12-მდე გათბება.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge