"დედა-შვილი მე-13 სართულზე ასვენია, დანარჩენები მე-14-ზე" - რიკოთთან მომხდარი ტრაგედია

  • სარკე
  • 1 თებერვალი 09:52, 2018 წელი

2018 წლის 27 იანვარს რიკოთის გვირაბთან მომხდარ საზარელ ადამიანს 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი იყო. გარდაცვლილების ნათესავმა მომხდარის შსახებ ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ისაუბრა. 

ქანთარიებისა და ვაჩანძეების ოჯახები დასავლეთიდან თბილისში, მსუბუქი ავტომობილით ბრუნდებოდნენ, როდესაც მათ ტრაილერი შეეჯახა. 


მსუბუქი ავტომობილის საჭესთან ავთანდილ ქანთარია იჯდა, სალონში კი მისი ოჯახი – შვილები, როლანდ და მზევინარ ქანთარიები, როლანდის მეუღლე ვკა და მათი წლინახევრის ქალიშვილი ბარბარე, ასევე ავთანდილის ბიძაშვილი ნანა და მისი შვილი გიორგი ვაჩნაძე. ავარიას მხოლოდ ავთანდილი გადაურჩა.


„სარკესთან“ ინტერვიუში ქანთარიების ნათესავი ტრაგედიის შესახებ ჰყვება.


– საჭესთან ჩემი მამიდაშვილი, ავთანდილ ქანთარია იჯდა. ის გადარჩა, თუ ამას ასე ჰქვია. სხეული გადარჩა, თორემ მისი სული მკვდარია. ქანთარიებისა და ვაჩაანძეების ოჯახები ერთ სადარბაზოში ცხოვრობენ. დედა-შვილი მე-13 სართულზე ასვენია, დანარჩენები მე 14 სართულზე.


როლანდი და მზევინარი უდედოდ გაიზარდნენ. ამის შემდეგ მათ მამა და ბებია ზრდიდნენ.


ორი შვილი ჰყავდა ჩემს მამიდაშვილს და ორივე მიწას მიაბარა. ავარიის შემდეგ გონება არ დაუკარგავს, როგორც კი მიხვდა, რაც მოხდა, თვითონვე გამოიძახა პატრული. ადამიანმა მიიხედ-მოიხედა და ყველა თავისიანი მკვდარი რომ ნახა, როგორ იქნება? გვერდით ეჯდა ბიჭი, რომლის თავიც მის კალთაში აღმოჩნდა.


მძღოლიც ამათი ნაცნობი აღმოჩნდა, ქართველი, ისიც აფხაზეთიდანაა. რა თქმა უნდა , ამ ყველაფრის შემდეგ ისიც არ იქნებოდა ნაკლებ მდგომარეობაში, 6 ადამიანი ემსხვერპლა.

წყარო: სარკე