იაპონიაში მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

  • pia.ge
  • 1 თებერვალი 09:38, 2018 წელი

იაპონიის ქალაქ საპოროში მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის გაჩენის შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა.

როგორც მედია ადგილობრივ სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, ხანძარი ადგილობრივი დროით 23:40 საათზე გაჩნდა.


ადგილზე მოსულმა მაშველებმა ხუთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. მათ სამედიცინო დახმარება ადგილობრივ საავადმყოფოში უტარდებათ.


თვითმხილველთა ინფორმაციით, ხის შენობაში სამივე სართულზე ხანძარი რამდენიმე წუთში გავრცელდა.


შენობაში სულ 16 ადამიანი ცხოვრობდა.  


ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge