შსს-მ ტრანსგენდერზე ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

  • pia.ge
  • 31 იანვარი 19:28, 2018 წელი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1986 წელს დაბადებული ბ.ო. დააკავეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 28 იანვარს, გამთენისას, თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზირზე, 1986 წელს დაბადებულმა ბ.ო.-მ დისკრიმინაციული მოტივით, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ.ო.-ს.


გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge