Time-მა მიხეილ სააკაშვილი ძებნილთა ხუთეულში შეიყვანა

  • pia.ge
  • 31 იანვარი 14:37, 2018 წელი

ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა მსოფლიოში ძებნილი იმ პოლიტიკოსების ხუთეული შეადგინა, რომლებმაც მედიის დიდი ყურადღება დაიმსახურეს.

ხუთეულში საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მოხვდა.


სიაში ასევე შეყვანილია კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი,  „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის,  კრიტიკოსი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენი და კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი რამუშ ჰარადინაჯი.


ჟურნალმა თითოეული ძებნილი პირის შესახებ მოკლე ბიოგრაფიული ცნობაც  გამოაქვეყნა.


ასე მაგალითად, მიხეილ სააკაშვილზე ჟურნალი წერს, რომ მან განათლება დასაველთში მიიღო, რომ ის იყო „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთ ლიდერი.


Time აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების შემდეგ სააკაშვილს ბრალი ბიუჯეტის გაფლანგვასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში დასდეს. 2015 წელს კი, პოლიტიკოსმა უკრაინის პრეზიდენტის წინადადებას დათანხმდა და ოდესის გუბერნატორი გახდა.


„2016 წელს სააკაშვილმა გუბერნატორის პოსტი დატოვა და უკრაინის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა. „უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილს კრიმინალური დაჯგუფების დახმარებაში ადანაშუალებს, რომელსაც უკრაინის ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი უდგას სათავეში“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.


სტატიაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილმა მსოფლიო მედიის ყურადღება ბოლოს მაშინ მიიპყრო, როდესაც ის კიევში სახლის სახურავზე ავიდა.


 


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge