საქართველო იაფი ოპტიკური ინტერნეტის მქონე ქვეყნების ათეულში მოხვდა

  • pia.ge
  • 31 იანვარი 14:04, 2018 წელი

საქართველო იაფი ოპტიკური ინტერნეტის მქონე ქვეყნების ათეულში მოხვდა- ამის შესახებ ინფომაცია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

ამ გათვლებით, საქართველოში მოქალაქეები ინტერნეტში თვეში საშუალოდ 16.68 აშშ დოლარს ხარჯავენ. სტატისტიკა 196 ქვეყანას მოიცავს. ყველაზე იაფი ინტერნეტი ირანშია (საშუალო დანახარჯი 5.37$ ). ათეულში მოხვდნენ უკრაინა (5.51$ ) , რუსეთი (9.93 $) , მოლდოვა (10.80 $), სირია (12.15 $), ეგვიპტე (12.42$) , ბელარუსი (12.77$), რუმინეთი (13.47$) და ყაზახეთი (საშუალო დანახარჯი 13.71$). რეიტინგში 114-ე ადგილზეა აშშ, სადაც მოქალაქეების ინტერნეტში თვეში საშუალოდ 66.17 დოლარს ხარჯავენ. ფართოზოლოვანი ინტერნეტი ყველაზე ძვირია აფრიკულ ბურკინა ფასოში, სადაც საშუალო დანახარჯი 961.22 დოლარს შედაგენს.


სრული ვერსიის ნახვა pia.ge