თამრიკო ჭოხონელიძემ დაბადების დღე ნათლისღებაზე გადაიტანა

  • სარკე
  • 31 იანვარი 10:58, 2018 წელი

მუსიკოსი თამრიკო ჭოხონელიძე უკვე რამდენიმე წელია 18 იანვარს დაბადების დღეს არ აღნიშნავს, რადგან ამ დღეს მარხვაა. სტუმრებს მეორე დღეს, ნათლისღების დღესასწაულზე ეპატიჟება.

"ძაიან მიხარია, როცა ჩემი მეგობრები ამ დღეს ჩემთან ერთად ზეიმობენ. ჩემი სახლის კარი ყოველთვის ღიაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჩემი დაბადების დღე ახსოვთ.


ბაბუაჩემმა სამდღიანი დაბადების დღე გადამიხადა, როცა ერთი წლის გავხდი. ამბობენ, ერთი წლის ბავშვს დაბადების დღეს არ უხდიანო, მაგრამ ბაბუაჩემმა ეს წესი დაარღვია, რადგან ოჯახში პირველი შვილი და პირველი შვილიშვილი ვიყავი", - ამბობს "სარკესთან" მუსიკოსი.

წყარო: სარკე