ქუთაისში საფლავები გაძარცვეს

  • pia.ge
  • 30 იანვარი 21:53, 2018 წელი

ქუთაისში ავანგარდის სასაფლაოდან საფლავის ქვები მოიპარეს. სასაფლაოზე დაახლოებით 20-მდე საფლავია გაძარცვული.

"საფლავიდან წარწერებიან ქვებს იპარავენ, შემდეგ წარწერას აშორებენ და ყიდიან, ყოველ დღე ხომ არ შეამოწმებ საფლავს?!", - ამბობს ქუთაისის მკვიდრი ბესო მიქელთაძე.


მიმართეს თუ არა დაზარალებულმა მოქალაქეებმა სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნული კითხვით "პიამ" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს მიმართა, სადაც აღნიშნეს, რომ მომხდარზე კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge