რატი იონათამიშვილი: შშს-ში დაწყებული რეფორმები დადებითად ძალიან მალე აისახება

  • pia.ge
  • 30 იანვარი 19:11, 2018 წელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის თქმით, შშს-ში დაწყებული რეფორმები დადებითად ძალიან მალე აისახება ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.

"მინდა დადებითად შევაფასო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ შეასრულა დაპირება და დეტალური სტატისტიკა გამოაქვეყნა. ცხადია, მხოლოდ არსებული სურათის ობიექტური გააზრებით არის შესაძლებელი ყველა იმ გამოწვევუს დაძლევა, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და რაც უზრუნველყოფს ევროპული ტიპის პოლიციის ფორმირებას, სადაც მთავარი ყურადღება რეპრესიული პოლიტიკის ნაცვლად,  პრევენციული პოლიტიკის გატარებას ეთმობა.

მნიშვნელოვანია, რომ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე სტატისტიკის გამოქვვეყნებასათან ერთად საუბარი იყო იმ რეფორმებზე, რომელიც უკვე დაწყებულია სამინისტროში. კერძოდ, კრიმინალური პოლიციის, სასაზღვრო პოლიციის და პატრულის რეფორმიება არის აუცილებელი გზა ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად.

მოხარული ვარ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს გამჭირვალეობისა და ღიაობის პრინციპს და კრიმინალის საპასუხოდ მთავარ აქცენტს, კანონის ფარლგებში, მკაცრ და პრინციპულ მოქმედებასთან ერთად ადამიანის უფლებების მაქსიმალურ დაცვაზე აკეთებს.", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge