თბილისის საკრებულოს წევრის თქმით, გადასახედია "შესყიდვების შესახებ" კანონი

  • pia.ge
  • 30 იანვარი 15:21, 2018 წელი

თბილისის საკრებულოს წევრის თედო ისაკაძის თქმით, გადასახედია "შესყიდვების შესახებ" კანონი და სატენდერო მეთოდოლოგია. 

"ქალაქის მერმა, კახი კალაძემ ვარკეთილის მეტროში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და ამ ფაქტს მოყვება მკაცრი რეაგირება."


ჩემი მხრიდან დავამატებდი, რომ გადასახედია "შესყიდვების შესახებ" კანონი და სატენდერო მეთოდოლოგია. ჩვენ არც ისე მდიდრები ვართ რომ დავყაბულდეთ იაფ პროდუქტს, იაფი, შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, ძვირად გვიჯდება.


წელს დაგეგმილია 10 მეტროსადგურის როგორც ზედა, ასევე ქვედა ვესტიბიულების კაპიტალური შეკეთება და იმედია, რომ მანამდე მოქმედი წესის გადახედვა მოხდება.


ავარიის შედეგედ დაზარალებულებს გამოჯანმრთელება მინდა ვუსურვო", - განაცხადა საკრებულოს წევრმა.


დღეს, ვარკეთილის მეტროში ჭერი ჩამოვარდა. დაშავდა 14 ადამიანი. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge