ამინდის პროგნოზი

  • pia.ge
  • 30 იანვარი 10:38, 2018 წელი

დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.

 

როგორც „პირველს“ გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, წინა დღეებთან მიმართებით, ჰაერის ტემპერატურის, როგორც მინიმალურის, ისე მაქსიმალურის, დიდი ცვლილება მოსალოდნელი  არ არის.


30-31 იანვარს დღის საათებში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც დროგამოშვებით გაძლიერდება.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge