როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში?

  • pia.ge
  • 29 იანვარი 11:07, 2018 წელი

29 იანვარს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ნალექია მოსალოდნელი.

ამის შესახებ „პირველს“გარემოს დაცვის ეროვნულ საგენტოში განუცხადეს.


დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონში +5, +10 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი  0,+5 გრადუსია მოსალოდნელი.


თბილისში, დღეს საღამოს ჰაეროს ტემპერატურა 0-დან  +1 გრადუს შორის იმერყევებს, ხვალ კი, +5, +7 გრადუსია მოსალოდნელი. შესაძლებელია მცირე თოვა.


არამდგრადი ამინდი შემდეგ დღეებშიც ნარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურის როგორც მინიმალურის ასევე მაქსიმალურის დიდი ცვლილება მოსალოდნელი არ არის.


30-31 იანვარს დღის საათებში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც დროგამოშვებით გაძლიერდება.


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge