ვარკეთილში ავარია მოხდა, არიან დაშავებულები

  • pia.ge
  • 29 იანვარი 10:12, 2018 წელი

ვარკეთილში მომხდარი ავარის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

 

 

როგორც "პირველის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ვარკეთილის დასახლებაში მაღალი სიჩქარით მოძრავი "ბმვ-ს" მარკის ავტომობილი "ყაზტრანსგაზის"მანქანას დაეჯახა.


ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.


"პირველს" შინაგან საქმეთა სამისნიტროში განუცხადეს, რომ დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.


 


სრული ვერსიის ნახვა pia.ge