ახლობლებისგან მიტოვებული ავადმყოფი ამ ქალმა სახლში წაიყვანა და 10 წელი უვლიდა

  • 26 იანვარი 22:29, 2018 წელი

ინტერნეტმომხმარებელი დავით თედეშვილი გულისამაჩუყებელ ისტორიას უამბობს საზოგადოებას:

"ეს ღვთისნიერი ქალბატონი ანტალიაში მცხოვრები გულსუმია;


2008 წელს საავადმყოფოში ნათესავის სანახავად მყოფმა შემთხვევით გაიგო, რომ იქვე პალატაში იწვა ახალგაზრდა კაცი, ტურისტი, რომელიც ავტოავარიაში მოყვა და სხეულის მრვლობით ტრავმასთან ერთად ყოველგვარი რეაქცია დაკარგა;


საავადმყოფოს ადმინისტრაციამ ვერ მიაგნო მის ნათესავებს, შემდეგ როგორც გაირკვა, ყოფილა რუსი ეროვნების, და მიუხედავად იმისა, რომ მისმა არაადამიანმა ნათესავებმა გაიგეს მისი ამბავი, არ ჩამოაკითხეს იმის მერე, რაც შეიტყვეს მისი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ (ასე ამბობენ ანტალიაში)!
გულსუმ დეიდამ თავის შვილებთან და მეუღლესთან მოკლე საუბრის მერე გადაწყვიტა სახლში წაეყვანა და მოევლო მისთვის;
სახელად უმუტი დაარქვა (თურქულად უმუტ-იმედი);

თითქმის 10 წელი უვლიდა საკუთარი შვილივით;


23 იანვარს უმუტი გარდაიცვალა!


მე არ მეგულება ჩემს ირგვლივ ადამიანი, ჩემი თავის ჩათვლით, ვინც ამ გმირულ და არარეალურ ნაბიჯს გადადგამდა!


ასეთ ადამიანებზე დგას მსოფლიო!"