ქუთაისში ექიმი დააკავეს

  • 26 იანვარი 22:22, 2018 წელი

ქუთაისის #2 სამშობიაროს მთავარ ექიმს, ირაკლი მერკვილაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ექიმი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.


საქმე ეხება 5 წლის წინ მომხდარ შემთხვევას. მერკვილაძეს მოქალაქე შვილის გარდაცვალებაში დებს ბრალს. ალა მატინოვას განცხადებით, მისი შვილი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. მიზეზად გარდაცვლილის დედა ექიმის უყურადღებობას ასახელებს.