გორში სასწრაფო დახმარების მანქანა ავარიაში მოყვა - დაშავებულია ექიმი

  • 26 იანვარი 21:45, 2018 წელი

გორში, მაღალი სიჩქარით მოძრავი "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს დაეჯახა.

"პირველის" კორესპონდენტის ცნობით, დაშავებულია სასწრაფოს მედდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ. მგონი მედდის გარდა, "ბე-ემ-ვერს" მძღოლიც დაშავდა. საშინელი დასანახი იყო, აქ რაც რამდენიმე წუთის წინ მოხდა,"- განაცხადა თვითმხილველმა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა უკვე დაიწყო.