იემენის სანაპიროსთან ნავი გადაბრუნდა - არიან გარდაცვლილები

  • 1tv.ge
  • 26 იანვარი 21:45, 2018 წელი

იემენის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავის გადაბრუნების შედეგად სულ მცირე, 30-მდე ადამიანი დაიღუპა.

გადარჩენილი თვითმხილველების განცხადებით, ნავს, რომელზეც 101 ადამიანი იმყოფებოდა, კონტრაბანდისტები მართავდნენ. მათ მიგრანტები ადენიდან ჯიბუტისკენ გადაჰყავდათ. თუმცა, გზაში მეტი თანხის გამოძალვის მიზნით, მიგრანტებსა და კონტრაბანდისტებს შორის შელაპარაკება მოხდა, რის გამოც კრიმინალებმა ნავზე მყოფებს ცეცხლი გაუხსნეს. პანიკის გამო, ნავი ამობრუნდა და ჩაიძირა.

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge