კახა კუჭავა: პრეზიდენტის მრჩეველმა თავისი განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენა პარლამენტს

  • 26 იანვარი 21:15, 2018 წელი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის მრჩეველი თავისი განცხადებით, შეურაცხყოფას აყენებს არა მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს არამედ მთლიანად პარლამენტს

"როდესაც ხვდებიან, რომ არგუმენტაციების ნაწილში ძალიან უჭირთ და ვერ ასაბუთებენ, მაგრამ ამავე დროს თვითმიზანი აქვთ რომ ვეტო დაადონ - სხვა გზა აღარ რჩებათ და უზრდელობაზე გადადიან. სამწუხაროა, რომ ამას პრეზიდენტის მრჩეველის მხრიდან ვისმენთ და ამას ემსახურება მთლიანად პრეზიდენტის ინსტიტუტი.


დღეს პარლამენტის თავმჯდომარე პირადად შეხვდა მედიის წარმომადგენლებს, პროცესი ღია და გამჭვირვალე იყო ყველასათვის. ორივე მხარემ დააფიქსირა პოზიციები და გაცვალეს არგუმენტები. ამის შემდეგ კი გამოდის პრეზიდენტის მრჩეველი და შეურაცხოფას აყენებს არა მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს არამედ მთლიანად პარლამენტს და ამ პროცესს", - განაცხადა კუჭავამ.