მსოფლიოს მუსიკალურ რუკაზე საქართველოც აღმოჩნდა

  • imedinews.ge
  • 26 იანვარი 20:14, 2018 წელი

ჟურნალმა The Pudding გამოაქვეყნა რუკა, რომელზეც YouTube-ზე დაგროვებული ნახვების მიხედვით ნაჩვენებია, თუ რა სიმღერებს უსმენენ ყველაზე ხშირად სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში.

რუკაზე საქართველო და მისი ოთხი ქალაქიც მოხვდა. როგორც აღმოჩნდა, საქართველოში ყველაზე პოპულარული კლიპი Despacito-ა. საქართველოდან სიმღერას 1 495 000-ჯერ მოუსმინეს. 


Despacito ყველაზე მეტად პოპულარული ბათუმსა და ზუგდიდშია, თუმცა ქუთაისსა და თბილისში ყველაზე მეტჯერ Alex Mica-ს Dalinda-ს მოუსმინეს. 


მსოფლიოს მუსიკალური რუკა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge