50 მაიმუნის გაქცევის გამო, პარიზის ზოოპარკში ევაკუაცია გამოცხადდა

  • imedinews.ge
  • 26 იანვარი 20:11, 2018 წელი

პარიზში, ზოოპარკიდან ბაბუინის ჯიშის 50-მა მაიმუნმა ვოლიერებიდან გაქცევა მოახერხა.შემთხვევის გამო, ზოოპარკში ევაკუაცია გამოცხადდა.

შესაბამისმა სამსახურმა 46 მათგანის ვოილიერში დაბრუნება შეძლო, თუმცა ოთხი მათგანის გაჭერა ამ დრომდე ვერ ხერხდება. 


მაიმუნების შეპყრობა იმან გააადვილა, რომ ისინი ადამიანებთან კონტაქტის გარეშე, ზოოპარკის ცენტრში, დიდ ქვასთან შეიკრიბნენ.


პოლიციამ მათი დაჭერა ტრანკვილიზატორით აღჭურვილი სპეციალური თოფებით შეძლო. 


ზოოპარკში 2008-2014 წლებში რემონტი ჩატარდა, - რათა დამთვალიერებლებისთვის უსაფრთხო გარემო შეექმნათ. 
 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge