"არც კლუბურ ნარკოტიკს მოვიხმარ და არც მარიხუანას ვეწევი, მაგრამ"...

  • 26 იანვარი 19:56, 2018 წელი

ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი მარიამ გეგუჩაძე Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

"არც კლუბურ ნარკოტიკს მოვიხმარ და არც მარიხუანას ვეწევი, მაგრამ
მე დღეს მიდივარ აქციაზე.
იმიტომ, რომ ვინც ჩემგან განსხვავებულია არ ნიშნავს , რომ უნდა მძულდეს ან მაშინებდეს. ან, მე რომ რამეს არ ვაკეთებ, არ ნიშნავს რომ ვინც აკეთებს ცუდია და პირიქით, მე კარგი.
მივდივარ აქციაზე იმიტომ რომ ნარკოტიკებზე ადამიანებს არ უნდა იჭერდნენ. სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს თითოეულ მოქალაქეს საკუთარი თავის შექმნაში და მთელ ცხოვრებას, გისოსებს მიღმა არ უნდა აკარგვინებდეს მათ.
დარწმუნებული ვარ, ბევრს, ვინც ნარკოტიკების მოხმარებაზე ზის, ქვეყნისთვის ბევრი, კარგი რამის გაკეთება შეუძლია.
ყველა იმ ადამიანს , კი ვინც ცდილობს, ყველა ნარკოპოლიტიკასთან მებრძოლ ადამიანს სტიგმა მიაკრას, თითქოს ყველა მომხმარებელი ვართ, ან, აგიტაციას ვეწევით, პოზიციის შეცვლა მინდა ვთხოვო. მე მივდივარ დღეს აქციაზე. #ყველაერთისთვის."