რატი იონათამიშვილი: პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებას საერთო არ აქვს მიმდინარე პროცესებთან

  • 26 იანვარი 19:37, 2018 წელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ გაურკვეველია რომელ ლიტერატურულ ჟანრს განეკუთვნება პრეზიდენტის მრჩევლის დღევანდელი განცხადება, რადგან მას საერთო არ აქვს მიმდინარე პროცესებთან.

"ვინც დღეს პარლამებტის თავმჯდომარის მეტიაორგანიზაციებთან გამართულ შეხვედრას ადევნა თვალი, კარგად ნახავდა, როგორი მაღალი პასუხისმგებლობით და საკითხის სიღრმისეული ციდნით წარდგა თავმდჯომარე საზოგადოების წინაშე. ეს იყო სამაგალითო ფორმატი, რომელიც პროცესის გამჭირვალეობას და ინკლუზიურობის მაღალ დონეს უზრუნველყოფდა.


ამის საპასუხოდ, პრეზიდენტის ადმინიატრაციის ერთ-ერთი თანამშრიმლისგან ჩვენ მოვისმინეთ ისეთი კომენტარი, რიმელიც მოკლებული იყო ყოველგვარ საფუძველს და უფრო მეტიც, სახელმწიფო ინსტიტუბისადმი ჩრდილის მიყენების მცდელობას წარმოადგენდა.


სამწუხაროდ, მრჩება შთაბეჭდილება, რონ პრეზიდენტს ჯერ კიდევ სახელმწუფოს პირველი პირის ნაცვლად, რომელიმე პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე გონია თავი, ხოლო ადმინიატრაციის თანამშრომლები ამ პარტიის წევრები არიან.


რაც მთავარია, თავასიფუალი მედია არის ქართული ოცნების მონაპოვარი და ეს სტანდარი ჩვებს ქვეყანაში ყოველდღიურად მტკიცდება", - განაცხადა იონათამიშვილმა.