საპრეზიდენტო არჩევნებში "ნაცმოძრაობის" კანიდატი შესაძლოა, გრიგოლ ვაშაძე იყოს

  • 26 იანვარი 19:25, 2018 წელი

"აიპრესის" ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის"  საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე იყოს.

ამის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე ადასტურებს.


"პარტიაში მიმდინარეობს მსჯელობა. ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ მას. განიხილება რამდენიმე კანდიდატი. მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით თუ როგორი იქნება იმ დროს პოლიტიკური ვითარება და რომელი კანდიდატი იქნება უფრო კოკურენტუნარიანი სწორედ არჩევნების წინ. მათ შორის ერთ-ერთი კანდიდატი არის გრიგოლ ვაშაძე", - განაცხადა რომან გოცირიძემ.