კანიბალიზმი მექსიკურ ოჯახში

  • pia.ge
  • 26 იანვარი 16:11, 2018 წელი

მექსიკელმა პოლიციელებმა დაკარგული ქალის სხეულის ნაწილები მისი ყოფილი ქმრის სახლში, ქვაბში აღმოაჩინეს.

ამის შესახებ El Milenio წერს.


გავრცელებული ინფორმაციით, მაგდალენა აგილარ რომერო ქალაქ ტასკოდან იანვრის დასაწყისში გაუჩინარდა. წინა დღით ქალი ბავშვების წამოსაყვანად ყოფილ ქმართან ცეზარ გომეს არჩინიეგასთან იყო მისული.


პოლიცია ვარაუდობს, რომ მამაკაცმა ყოფილი ცოლი ჯერ მოკლა, შემდეგ მისი სხეული გაანაწევრა, ხელები და ფეხები კი მოხარშა.


სამართალდამცველებმა მაცივარში სხეულის დანარჩენი ნაწილებიც იპოვეს.


უცნობია, დაკავებულია თუ არა მკვლელი.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge