საბავშვო ბაღებში ტილებია მოდებული

  • pia.ge
  • 26 იანვარი 13:52, 2018 წელი

ტილები საბავშვო ბაღებში და სააგენტოს გაფრთხილება მშობლებს.

ამის შესახებ ინფორმაცია „პირველს“ ბაღების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს, თუმცა აღნიშნეს, რომ „საგანგაშო მდგომარეობა არ არის, რომ საკითხის განხილვა დღის წესრიგში დადგეს“.


ამასთან, უწყებაში განმარტავენ, თუ რა ღონისძიებებს მიმართავენ მსგავს შემთხვევაში.


„კვირაში ერთხელ ექთნები ბავშვებს ამოწმებენ, მშობლებს აძლევენ რეკომენდაციას თუ როგორ უნდა გაუსუფთავონ ბავშვს თმა და ვიდრე ბავშვი პარაზიტისგან არ გაიწმინდება ბაღში არ დაიშვება. ეს ჩვეულებრივი პროცედურაა“,-აღნიშნეს ბაღების სააგენტოში.


გავრცელებული ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში ჰიგიენასთან დაკავშირებული პრობლემებია, კერძოდ კი, ზოგიერთ ბაღში ტილებია მოდებული. 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge