"ბილაინი" 90 000 ლარით დაჯარიმდა

  • pia.ge
  • 26 იანვარი 10:27, 2018 წელი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ვიონი საქართველო“, (ბრენდული სახელმწოდება „ბილაინი“)  90 000 ლარით დააჯარიმა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომისიის მიერ ჩატარებული მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ „ბილაინში“ სააბონენტო ნომრის გაცემა მომხმარებელთან სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე განხორციელდა.


რაც, უწყების თქმით, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და  „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას წარმოადგენს.


„გამომდინარე იქიდან, რომ სააბონენტო ხელშეკრულების სათანადოდ გაფორმების ვალდებულების დარღვევის გამო, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ვიონი საქართველოს“ მიმართ გამოყენებული იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული როგორც გაფრთხილება, ისე ჯარიმა, კომისიამ კომპანიას 90000 ლარიანი ჯარიმის გადახდა  დააკისრა“,-ნათქვამია განცხადებაში.


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge