სამხრეთ კორეის საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა

  • pia.ge
  • 26 იანვარი 09:54, 2018 წელი

სამხრეთ კორეის ქალაქ მილიანში მეფე სეჯონის სახელობის საავადმყოფოს პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა.

სააგენტო რენხაპის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად  სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 79, მათგან 9 მძიმე მდგომარეობაშია.


წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გაჩნდა.


ცეცხლის  ჩასაქრობად მეხანძრეებს ორი საათი დასჭირდათ.


ინციდენტის დროს საავადმყოფოში 111 პაციენტი იმყოფებოდა.


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge