ბოდბეში 80 წლის მამაკაცი ხანძარს ემსხვერპლა

  • pia.ge
  • 26 იანვარი 09:46, 2018 წელი

ქვემო ბოდბეში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 80 წლის მამაკაცი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი მეზობლებმა შენიშნეს და სამაშველო ჯგუფი გამოიძახეს.

თუმცა მოხუცი, რომელიც მარტო ცხოვრობდა, ადგილზე მისულ მეხანძრეებს დაღუპული დახვდათ.

როგორც „პირველს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 188 მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge