გოგა გულორდავა: ძალიან მნიშვნელოვანია, არ ვიყოთ ტენდენციურები

  • pia.ge
  • 25 იანვარი 18:56, 2018 წელი

დეპუტატის გოგა გულორდავას თქმით, თუ ვინმე ამბობს, რომ კონკრეტულ პიროვნებას ნარკოტიკი ჩაუდეს, ამით ამავდროულად მისი დამკავებელი პოლიციელების უდანაშაულობის პრეზუმციას არღვევს.

მისივე თქმით, განცხადებების უაპელაციოდ გაკეთება, თან ისე, რომ არ იცნობდეს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, პირდაპირ ურტყამს როგორც პოლიციას, ასევე პროკურატურას და სასამართლოს.



"სასამართლო ერთადერთი კომპეტენტური ორგანოა, რომელიც დღეს ყველამ იცის, რომ ნამდვილად არავინ ცდილობს ზეგავლენის მოხდენას. კონკრეტულ საქმეს რაც შეეხება, წინ კიდევ ორი ინსტანციაა.
რაც შეეხება ნარკოტიკის რაოდენობას, როდესაც ადამიანს დაუდასტურდება 45 აბზე მეტი სუბოტექსის შეძენა და შენახვა, არ მგონია საკამათო იყოს, რომ ვერანაირი ნარკოპოლიტიკა ამას ვერ უშველის, კანონში ასეთი რაოდენობის ნარკოტიკის ფლობისთვის დაუსჯელობა ნამდვილად არ მოგვიტანს კარგს.
ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტია, რომ როგორც საზოგადოებაში, ასევე პარლამენტში ნარკოპოლიტიკაზე გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები და ჩვენ უნდა შევძლოთ ორივე პოზიციიდან ყველაზე რაციონალური, სწორი არგუმენტების ამორჩევა, პოზიციების დაახლოება და ისეთი კანონის მიღება, რომელიც ნარკომომხმარებლებს კი არ დასჯის, არამედ დაეხმარება მკურნალობაში და მეორე მხრივ მკაცრი იქნება ნარკოტიკის გამსაღებელთან მიმართებით", - განაცხადა დეპუტატმა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge