"ბედნიერებას ოდესმე დაუნგრევიხართ?- მამის ემოციური პოსტი

  • facebook.com
  • 25 იანვარი 18:57, 2018 წელი

ჟურნალისტმა დათო ლიკლიკაძემ პატარა ეველინის დაბადების შესახებ საკუთარი ფეისბუქგვერდიდან აუწყა საზოგადოებას:

"მეგობრებო, ბედნიერებას ოდესმე დაუნგრევიხართ? - პირდაპირი გაგებით-დანგრეული ხარ, ფეხზე დგომა გიჭირს, წელი გტკივა, მთლიანად მოშლილი ხარ...


- აი, მე დავუნგრევივარ რამდენჯერმე მომიწია გარეთ გასვლა. დავდივარ ქუთაისის ქუჩებში და უამრავი ადამიანი მკოცნის. ისე მივეჩვიე ამ ამბავს, ვინც არ მიცნობს და არ მილოცავს, თვითონ
ვკოცნი და ვულოცავ, აგერ, ახლა პირველ სკოლასთან ვიღაც ქალებს დავეტაკე და გადავკოცნე. არ ვიცი მათი რეაქცია, რადგან მერე იქვე, ოპერასთან მდგარ მუსიკოსებს გადავეხვიე. მართალია, ისინიც აზრზე არ იყვნენ, მაგრამ კიდე კაი, მიცნობდნენ მაინც.


მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ქედს ვიხრი ყველას წინაშე, ვინც მომილოცეთ,"- წერს ჟურნალისტი.

სრული ვერსიის ნახვა facebook.com