გიორგი ხატიძის თქმით, დავოსში პრემიერ-მინისტრმა სწორი პოზიციონირება გააკეთა

  • pia.ge
  • 25 იანვარი 18:29, 2018 წელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ხატიძის განცხადებით, დავოსის ეკონომიკურ ფორუმში საქართველოს წარმატებულ მონაწილეობას საფუძვლად უდევს ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური რეფორმები.

მისივე თქმით, ჩვენმა პარტნიორებმა იციან, რომ 2017 წელს საქართველოს ჰქონდა 4.7%-იანი ეკონომიკური ზრდა.


"გაიზარდა ექსპორტის და ტურიზმის მაჩვენებლები. საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესგარემოს მქონე ქვეყანაა, რომელსაც გაფორმებული აქვს სავაჭრო შეთანხმებები ევროპასთან, ჩინეთთან. ყოველივე ეს, ხელისუფლების წარმატებულ ეკონომიკურ კურსს ადასტურებს. დავოსში პრემიერ-მინისტრმა სწორი პოზიციონირება გააკეთა. მისი მესიჯი, რომ საქართველო საიმედო ქვეყანაა როგორც დემოკრატიის და უსაფრთხოების, ასევე ბიზნესის კეთების თვალსაზრისით - სრულიად საფუძვლიანია"- განაცხადა ხატიძემ.


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge