დეპუტატი „ბახალასთვის“ გამოტანილ სასჯელს ნარკოპოლიტიკის ჭრილში არ განიხილავს

  • pia.ge
  • 25 იანვარი 17:35, 2018 წელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან ვერ აკავშირებს.

როგორც დეპუტატმა „პირველთან“ საუბარში განმარტა, ნარკოპოლიტიკის მთავარი მიზანი ნარკოდამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაციაა და არა ნარკოტიკული საშუალების პოპულარიზაცია.


იონათამიშვილის თქმით, ის ნარკოტიკული საშუალება, რომელიც გიორგანაშვილს აღმოაჩნდა, 300 ნარკოდამოკიდებული ადამიანის დოზაა.


„მე ამ საკითხს არ განვიხილავ ნარკოპოლიტიკის ჭრილში, იმიტომ რომ საქმე გვაქვს საკმაოდ დიდი რაოდენობის ნარკოტიკულ საშუალებებთან, 45 აბი 300 ნარკოდამოკიდებული ადამიანის დოზაა. შავ ბაზარზე კი მისი ფასი დაახლოებით 30 ათასი ლარი ღირს. ამიტომ ამ კონკრეტულ შემთხვევას ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან ვერ დავაკავშირებ. ნარკოპოლიტიკის მთავარი მიზანია ნარკოდამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაცია და არა ნარკოტიკის პოპულარიზაცია. ეს ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ.  სამწუხაროა, როცა ასეთი ადამიანის მიმართ დგება მსჯავრი, მით უმეტეს ასეთი ახალგაზრდის, ნიჭიერი ახალგაზრდის მიმართ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ, რაც უფრო მაღალია საზოგადოებაში ჩვენი ცნობადობის დონე, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს თითოეული მოქალაქისა და განსაკუთრებით მომავალი თაობების წინაშე“.


 


  


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge