დეპუტატის თქმით, შეწყალება ადამიანის ინტერესების გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს

  • pia.ge
  • 25 იანვარი 17:23, 2018 წელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის თქმით, სახელმწიფო წყობილების პირობებში არსებობს პრეზიდენტის პასუხისმგებლობა, რომელიც შეწყალების პოლიტიკაზეც ვრცელდება.

როგორც დეპუტატმა „პირველთან“ საუბარში აღნიშნა, შეწყალების პროცესში პრეზიდენტის თითოეული გადაწყვეტილება დასაბუთებული და მოტივირებული უნდა იყოს.


„სახელმწიფო წყობილების პირობებში არსებობს პრეზიდენტის პასუხისმგებლობა, მათ შორის ეს პასუხისმგებლობა ვრცელდება შეწყალების პოლიტიკაზეც. თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული, მოტივირებული და ქვეყნისა და ადამიანის საუკეთესო ინტერესებს ითვალისწინებდეს. პირადი შეხედულებების მიხედვით არ შეიძლება მსგავსი პასუხისმგებლობის გადაწყვეტილებები მიიღებოდეს. ამას დრო სჭირდება. არ მინდა, თითოეულ საქმეზე  ვისაუბრო, ძალიან შთამბეჭდავი ციფრია. გამიხარდება, თუ ციხეები საერთოდ არ იარსებებს, მაგრამ ეს  წარმოუდგენელია. ასე რომ, ვფიქრობ, გადაწყვეტილება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე უნდა იყოს დასაბუთებული, რაც პრეზიდენტის ინსტიტუტს აქვს“, - განაცხადა იონათამიშვილმა.


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge