ჩუგოშვილი: ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა ახალ კომისართან მჭიდროდ და აქტიურად ვითანამშრომლებთ

  • pia.ge
  • 25 იანვარი 16:51, 2018 წელი

„ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა ახალ კომისართან მჭიდრო და აქტიურ თანამშრომლობას ვგეგმავთ. ჩვენი პრიორიტეტია ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე" - განაცხადა დეპუტატმა.

როგორც ჟურნალისტებს ევროსაბჭოში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,ოკუპირებულ ტრეიტორიებზე ეთნიკური ქართველები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დუნია მიატოვიჩს კომისრის თანამდებობის დაკავება მიულოცა. „დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ადამიანის უფლებათა ძალიან კარგი კომისარი“,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.


მისი თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მთავარი ამოცანა ადამიანის უფლებათა კომისრის მანდატის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავრცელებაა.


„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და ადამიანის უფლებათა კომისართან ურთიერთობისას მთავარი ამოცანაა, რომ მისი მანდატი გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შესაბამისად,  გვქონდეს ობიექტური ინფორმაცია ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების შესახებ“,- განაცხადა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა. 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge