”სუხიშვილებმა დაიმსახურეს, რომ იმუშაონ ისე, როგორც უნდათ” - დოდო ხურცილავა

  • რეზონანსი
  • 22 იანვარი 12:33, 2018 წელი

სუხიშვილების ახალმა ცეკვამ, სახელწოდებით "კლუბური ქართული" საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ახალ ცეკვასთან დაკავშირებით, "რეზონანსის" შეკითხვას ხელოვნებათმცოდნე დოდო ხურცილავა პასუხობს.

“მე ვფიქრობ, სუხიშვილებმა დაიმსახურეს, რომ იმუშაონ ისე, როგორც უნდათ. საერთოდ, ხელოვანი არაფრით უნდა შეზღუდო, მით უმეტეს, რომ ისინი ინახავენ ძველ, ტრადიციულ ფორმებსაც და ახალსაც ქმნიან. სხვათა შორის, ქართული ცეკვით ახალი თაობები რომ ინტერესდებიან, სწორედ “სუხიშვილების” დამსახურებაა. საერთოდ, კარგია, როცა ხელოვანი კულტურულად და გემოვნებით ქმნის, ამიტომ მე ძალიან მოწონს”, – ამბობს დოდო ხურცილავა.

წყარო: რეზონანსი