"ამ დროს მინდა, გვერდით მხოლოდ ჩემი ცოლი მყავდეს" - გოდერძი შარაშია

  • funtime.ge
  • 21 იანვარი 20:00, 2018 წელი
  • 22 იანვარი 10:55, 2018 წელი

funtime გოდერძი შარაშიას "არაჟურნალისტურ ამპლუაში" წარმოგვიდგენს.

სახელი: გოდერძი


გვარი: შარაშია 


სამუშაო ადგილი: ტელეკომპანია „იმედი“


რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი... არქეოლოგი, ექთანი ან სასურსათო მაღაზიის გამყიდველი.


ყველაზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს... ადამიანებთან ურთიერთობა.


ყველაზე დასამახსოვრებელი რეპორტაჟი... ახალი წელი სოფელ მრავალძალში.


ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ... ერთგულებას.


მჯერა, რომ... გამომივა.


ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში... თავში ტვინი.


რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში... ის, რომ პატიება ცოტა მიჭირს.


ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ... მშობლები და ბებია არასდროს გარდაცვლილიყვნენ.


ჩემი ყველაზე დასამახსოვრებელი დაბადების დღე იყო... როცა facebook-ის საინტერესო და უცნობი მეგობრები სახლში დავპატიჟე.


წიგნი, რომლის ავტორიც ვიქნებოდი... ფრანკენშტაინი.


მეშინია... გაუნათლებლობის.


არასოდეს გავაკეთებ... იმას, რაც სხვას ტკივილს მოუტანს.


როდესაც ცუდად ვარ... აუტანელი ვხდები და ამ დროს მინდა, გვერდით მხოლოდ ჩემი ცოლი მყავდეს.


პირად ურთიერთობებში ვარ... ერთგული, ვცდილობ, რაც შემიძლია მეტ ადამიანს მოვეფერო, გვერდით დავუდგე.


შევცვლიდი… დედამიწაზე დაგროვილ ზიზღს, ბოროტებას, ქილიკს, დაცინვას, განკითხვას...


ჩემთვის ღმერთი არის… ყველა ადამიანური შეგრძნების ერთიანობა.


რწმენა არის... მოთმენა, მოლოდინი, დაჯერება.


ვენდობი... საკუთარ თავს.


თავისუფლება არის... განათლებაში.


იყო პატრიოტი, ნიშნავს... იზრუნო სხვებზე.


ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა შეუძლია... ღალატს.


ჩემი კერპი... არ მყავს კერპი.


ჩემთვის მისაბაძია... ყველა, ვინც ოდესმე ქვეყანას გამოადგა.

მინდა დამიმახსოვრონ, როგორც... ადამიანი.                                                                   

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge