როგორ დავიკლოთ ზედმეტი კილოგრამები ზოდიაქოს გათვალისწინებით

  • თბილისელები
  • 20 იანვარი 23:27, 2018 წელი

თქვენი ზოდიაქოს ნიშანი, დიდწილად განაპირობებს, გაქვთ თუ არა ნებისყოფა და უნარი იმისა, რომ ზედმეტ კილოგრამებს ეფექტურად გამოუცხადოთ ბრძოლა.

ვერძი – დიეტის დაცვა იშვიათად სჭირდებათ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ვერძების დიდი ნაწილი აქტიურ, დინამიკურ ცხოვრებას ეწევა და ჭამისთვის დრო ცოტა რჩება. თუმცა, თუ მაინც შეაწუხა ზედმეტმა რამდენიმე კილოგრამმა, თავის ხელში აყვანა და ფორმაში ჩადგომა არასდროს უჭირს.


კურო – საკმაოდ ხშირად აწუხებთ წონის საკითხი. ამ ზოდიაქოთი დაბადებული აგებულებით ძვალწვრილი და სიფრიფანა იშვიათადაა. თუმცა, ის ზედმეტი ერთი-ორი კილოგრამი, პირიქით ალამაზებს კიდეც. თუ საქმე დიეტის დაცვაზე მიდგა, საკმაოდ უჭირს კვების რაციონის შემცირება, რადგან ბუნებით გურმანი და სმუსნიაა.


ტყუპები – ცხოვრების აქტიური წესის გამო, ზედმეტი წონის პრობლემებით იშვიათად იტანჯებიან. თუმცა, სასუსნავებისკენ მიდრეკილება, ხშირად ხდება ზედმეტი კილოგრამების აკრეფის მიზეზი. ტყუპები – ბუნებით ოპტიმისტი ნიშანია, ამიტომ წონის მატებას იშვიათად აღიქვამს ტრაგედიად.


კირჩხიბი – კატასტროფულად განიცდის წონის მატებასა და ზოგადად, გარეგნობაში უმნიშვნელო ცვლილებასაც კი. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებზე ძალიან მოქმედებს გარშემო მყოფთა აზრი. თუ მათ ზედმეტ კილოგრამებზე გაამახვილეთ ყურადღება, შესაძლოა, დეპრესიაში ჩააგდოთ. მაგრამ, თუ დელიკატურად მიუდგებით და ასწავლით, როგორ მოიკლოს წონაში, ამას დაგიჯერებთ და ზედმიწევნით გაითვალისწინებს თქვენს რჩევებს.


ლომი – გურმანია, უყვარს გემრიელად დანაყრება და დელიკატესები. ამიტომ, წონაში მატების პრობლემაც ხშირად აწუხებს. თუმცა, იმდენად უყვარს საკუთარი სხეული და ისე ზრუნავს საზოგადოებაში იმიჯის შექმნაზე, ყოველთვის მზადაა, ზედმეტ წონას სასტიკი ბრძოლა გამოუცხადოს.


ქალწული – უყვარს ფორმაში ყოფნა და ამიტომ, დიეტაზე ხშირადაა, ცდილობს, ჯანმრთელობაზე მორგებული კვების რეჟიმი დაიცვას და არ იშიმშილოს. ამიტომ, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები, იშვიათად უჩივიან წონის პრობლემას, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ყოველთვის იციან, რას, როდის და როგორ მომზადებულს მიირთმევენ.


სასწორი – ამ ნიშნით დაბადებულთა უმეტესობა, არცთუ თხელი ძვლოვანი სისტემით გამოირჩევა. თუმცა, ყოველთვის აქვთ გასაოცარი შარმი და მომხიბვლელობა. გამომდინარე იქიდან, რომ სასწორის ძირითადი სისუსტე ტკბილეულია, ყველაზე ხშირად წონის პრობლემა ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებში, ზუსტად ამ პროდუქტის ზომაზე მეტ მოხმარებას უკავშირდება.


მორიელი – მორიელების უმეტესობა გასაოცარი ნებისყოფითა და მოთმინების უნარით გამოირჩევა. თუ საკმარისი მოტივაცია და მიზანი აქვს, არაფერია შეუძლებელი, მათ შორის არც სუპერმოდელის აღნაგობა და გარეგნობა. ზოგადად, წონის საკითხი მორიელისთვის თითქმის ყოველთვის ემოციებსა და მათი მართვის უნარზე გადის.


მშვილდოსანი – გურმანული თვისებებითა და გემრიელად ჭამა-სმის სიყვარულით გამოირჩევა. ამიტომ, წონის პრობლემა ხშირია ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებში. თუმცა, თვისება – გამუდმებით იყოს მოძრაობაში და ოპტიმიზმი, ყოველთვის ეხმარება, რომ არასასურველი კილოგრამები მარტივად დააგდოს.


თხის რქა – ძლიერი, ნებისყოფიანი, პრინციპული და ამტანია, თუ გარეგნობაში რაიმე არ მოსწონს. შესაბამისად, ზედმეტი წონის საკითხი, როგორც წესი, მათთვის იშვიათობაა.


მერწყული – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები ორგვარი ტიპის არიან: ან ძალიან გამხდრები, ან ჩაფუმფულებულები. თუმცა, როგორ ტიპსაც არ უნდა განეკუთვნებოდეს და რამდენი კილოგრამიც არ უნდა ჰქონდეს ზედმეტი, მაინც გასაოცრად მომხიბვლელია. ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა მის ზედმეტ კილოგრამებზე აისახება და ადვილად იკლებს.


თევზები – ამ ნიშნით დაბადებულების სისუსტე ნებისყოფაა. თუმცა, ყოველთვის მაცდუნებლად მომხიბვლელები და დახვეწილები არიან, განურჩევლად იმისა, როგორია მათი სხეულის გარშემოწერილობა. დიეტას თევზები იშვიათად იცავენ. თუმცა, ემოციური სიტუაციები მათთვის ზედმეტი წონის დაკლების ყველაზე ეფექტური საშულებაა.

წყარო: თბილისელები