პრეზიდენტობის კანდიდატად კვირიკაშვილს წარადგენენ

  • რეზონანსი
  • 19 იანვარი 10:18, 2018 წელი

გაზეთ "რეზონანსის" ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატად ზაფხულის დასაწყისში გიორგი კვირიკაშვილს წარადგენენ.

გამოსცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება და მისი დასახელება ზაფხულის დასაწყისში მოხდება.


სტატიაში მოცემულ ინფორმაციას, გაზეთი მმართველ პარტიასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და იქვე აღნიშნავს, რომ - ამ ეტაპზე საპრეზიდენტო კანდიდატად მხოლოდ კვირიკაშვილი განიხილება .


 

წყარო: რეზონანსი