"სუხიშვილები, ზოგი "კოლეგისგან" განსხვავებით, "ნაფტალინის აბაზანებში" არ წვანან…"

  • facebook.com
  • 18 იანვარი 16:19, 2018 წელი

სტეფანე მღებრიშვილი საკუთარი "ფეისბუქის" გევრდზე "სუხიშვილების" გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება.

მომღერლის თქმით, ნახა ინტერვიუ, რომელიც ნინო და ილიკო სუხიშვილებმა „ცეკვა ქართულთან“ დაკავშირებით მისცეს და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ გენიოსებმა გაზარდეს.


სტეფანე წერს:


"ილიკოს და ნინოს ინტერვიუს ვუსმინე – "განმარტებას"… და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი , რომ იმდენად გენიოსებმა გაზარდეს და ისე სწორად, რომ მეტი არ შეიძლება… ბევრი დაიწერდა ფარისეველ ქულებს მათ ადგილზე და მოეშვებოდა. მაგრამ ამ ორმა საოცარმა ადამიანმა , მათი წინაპრების უდიდესი შრომა, არ გაანიავეს… პირიქით, სულ ახალს ეძებენ და მნიშვნელოვნად წინ მიდიან, მათი ზოგი "კოლეგისგან" განსხვავებით, "ნაფტალინის აბაზანებში" არ წვანან…"

სრული ვერსიის ნახვა facebook.com