შენელენულ ბატარეას Apple-ის მომხმარებლები თავად აამუშავებენ

  • fortunaplus.ge
  • 18 იანვარი 15:53, 2018 წელი

Apple-ის გენერალური დირექტორის, ტიმ კუკის თქმით, iOS 11-ის მომდევნო განახლება აიფონებში პროცესორის შენელებულ ფუნქციას ავტომატურად გამორთავს.

"ხალხს ბატარეისთვის თვალის დევნება დამოუკიდებლად შეეძლება. ამ გზით გთავაზობთ გამჭვირვალობას, რაც აქამდე არასოდეს გაგვიკეთებია", – განაცხადა კუკმა.


მისი თქმით, ამიერიდან მოწყობილობა მეპატრონეს შეატყობინებს, რომ პროცესორის მუშაობა შენელებულია, ამ ფუნქციის გამორთვა კი ნებისმიერ დროს შესაძლებელი იქნება. განახლება საზოგადოების სრული ნაწილისთვის ხელმისაწვდომი მიმდინარე წლის მარტიდან გახდება.

სრული ვერსიის ნახვა fortunaplus.ge